ახალი ამბები

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

15 აპრილი, 2019 • 1896
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

“პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ალშია გახვეული. ეს მთელი ქვეყნისთვის ძალიან მძიმეა,” – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტაძარში გაჩენილ ხანძარს.

“ვფიქრობ ყველა კათოლიკესა და ყველა ფრანგზე. ჩემი თანამემამულეების მსგავსად, დამწუხრებული ვარ, როცა ვხედავ, ჩვენი ნაწილი როგორც იწვის,”-წერს მაკრონი ტვიტერზე.

პარიზის ღვითისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი ტვიტერზე წერს, რომ საშინელებაა ტაძარში გაჩენილი ხანძრის ყურება. ამასთან, პრეზიდენტმა  იმედი გამოთქვა, რომ პროცესში საჰაერო ტანკერები ჩაერთვებიან. “სწრაფად მოქმედების დროა!-წერს ტრამპი.

ტაძარში გაჩენილ ხანძარზე მელანია ტრამპიც წერს.

“გული ძალიან მტკივა ფრანგ ხალხზე მას შემდეგ, რაც ვნახე, ღვითისმშობლის ტაძარი როგორ იწვოდა. ვლოცულობთ თითოეული ადამიანის უსაფრთხოებისთვის”.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის თქმით, პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი მთელი ევროპის საკუთრებაა. “დღეს ყველა პარიზის გვერდით ვდგავართ,”- ამბობს ტუსკი.

“ფიქრებით ახლა ფრანგ ხალხთან და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან  ვარ, რომლებიც ალში გახვეული ტაძრის გამო იბრძვიან”, – ასე ეხმაურება მომხდარს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი დღეს, 15 აპრილს, შუადღისას გაჩნდა. BBC-ის თანახმად, ოფიციალური პირები ცეცხლის გაჩენის ზუსტ მიზეზს ჯერ ვერ ასახელებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ინციდენტი სარემონტო სამუშაოებს უკავშრდება. ხანძრის შედეგად ტაძრის ცნობილი კოშკი განადგურდა.

საფრანგეთის კრიზისის მართვის სააგენტო აცხადებს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენების გამოყენება შეუძლებელია.  ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

“ჰაერიდან წყლის ჭავლის დაშვება ასეთი ტიპის ნაგებობაზე მთელი სტრუქტურის ჩამოქცევას გამოიწვევს იმ მეხანძრეებთან ერთად, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გადასარჩენად”, – წერია განცხადებაში.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძრის მშენებლობა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, 1163 წელს დაიწყო და საბოლოოდ 200 წლის შემდეგ, მე-14 საუკუნეში დასრულდა. ტაძარს განსაკუთრებული პოპულარობა ვიქტორ ჰიუგოს რომანმა მოუტანა. ის გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაგებობად ითვლება. ყოველწიურად ღვითსმშობლის ტაძარს 13 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი