ციფრები და პროცენტები მისი ძლიერი მხარე არ არის – შაქარიშვილის პასუხი კობახიძეს

მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” წევრი ვატო შაქარიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხოდ აცხადებს, რომ პროცენტების გამოთვლა ირაკლი კობახიძის ძლიერი მხარე არ არის.

საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩევნების მეორე ტურსაც ახსენებს და ამბობს, რომ კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება აზეიმა, მაშინ როცა რეალურად პირველი ტური წაგებული ჰქონდათ.

“ირაკლი კობახიძის დათვილილი პროცენტები უკვე ვნახეთ საპრეზდენტო არჩევნების პირველ ტურში. ციფრები და პროცენტები კობახიძის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. ნახევარი საქართველო, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული და პარტიის ლიდერებით დამთავრებული, მოატყუა, პირდაპირი გაგებით… მეც სალომე ზურაბიშვილის შტაბში ვიყავი, როცა ბიძინა ივანიშვილი მოტყუებით მოიყვანეს და წაგებულ არჩევნებში გამარჯვება აზეიმეს”,-ამბობს შქარაშვილი.

დღეს, 15 აპრილს, რაკლი კობახიძემ განაცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “დაიცავი საქართველოს” გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვა.

“ზოგადად, საერთო სურათს თუ ნახავდით და ლიდერებს, რომლებიც დარბაზში იყვნენ წარმოდგენილი, აშკარაა, რომ “დაიცავი საქართველოს” ძალიან გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი. როდესაც მინუს პროცენტებით იწყებ, ამ სახეებიდან გამომდინარე, 3%-მდე ასვლა ძალიან ძნელია”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.