ახალი ამბები

“გაიფიცე გარემოსთვის” – სტუდენტებისა და მოსწავლეების მსვლელობა თბილისში [ფოტო]

15 აპრილი, 2019 • 1289
“გაიფიცე გარემოსთვის” – სტუდენტებისა და მოსწავლეების მსვლელობა თბილისში [ფოტო]

თბილისში მოსწავლეებისა და სტუდენტების ნაწილმა დღეს აქცია/მსვლელობა გამართა. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან დაიწყო, შემდეგ მონაწილეები პლაკატებითა და შეძახილებით საკრებულოსკენ გაემართნენ, სადაც თავიანთი მოთხოვნები გაახმიანეს და მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.

“თქვენი გულგრილობის და სიხარბის საპასუხოდ, ჩვენ, ახალგაზრდები ვიფიცებით, რადგან საკმარისი დრო მოგეცით და უკეთესობისკენ არაფერი შეცვალეთ!

ჩვენ, მოსწავლეები და სტუდენტები, ვიფიცებით ჩვენი ქალაქისთვის.

ქალაქისთვის, რომელსაც ყოველდღიურად გვართმევენ ხარბი ინვესტორები და უუნარო პოლიტიკოსები. ქალაქისთვის, რომლის ქუჩებში ვიხრჩობით, რომელში გადასაადგილებლადაც საათებს ვატარებთ საცობებში, რომელშიც ვერ ვპოულობთ მწვანე სივრცეს სასეირნოდ ან საფიქრალად, ” – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

აქცია/მსვლელობა “გაიფიცე გარემოსთვის”. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან და ადგილობრივ თვითმმართველობისგან რამდენიმე ძირეული რეფორმის გატარებას მოითხოვენ, კერძოდ მათი მოთხოვნებია:

  • თბილისში ტრამვაის გაყვანას, რადგან მანქანების გამონაბოლქვში და საცობებში ვიხრჩობით;
  • ტროტუარების მანქანებისგან გათავისუფლებას;
  • მთაწმინდის ფერდობების განადგურებისა და მათზე მშენებლობის შეწყვეტა, რადგან ეს კატასტროფის მომტანია;
  • ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობას;
  • რეკრეაციული ზონების და საჯარო სივრცეების განადგურებისა და გასხვისების შეწყვეტას;
  • დამანგრეველი ჰესების მშენებლობების აღკვეთას და ამის მაგივრად არსებული ჰესების შეკეთებას. შეწყდეს ჰესების მოწინააღმდეგე მოსახლეობის დაშინება.

აქცია/მსვლელობა “გაიფიცე გარემოსთვის”. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

აქცია/მსვლელობა “გაიფიცე გარემოსთვის”. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

აქცია/მსვლელობა “გაიფიცე გარემოსთვის”. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი