ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის საწინააღმდეგო სტენსილების გამო აქტივისტები დააკავეს

15 აპრილი, 2019 • 1242
ფაშინიანის საწინააღმდეგო სტენსილების გამო აქტივისტები დააკავეს

ცხრა აქტივისტი, რომლებმაც დღეს, 15 აპრილს, დილით ერევნის ქუჩებში ფაშინიანის საწინააღმდეგ სტენსილები, ტექსტით #SutNikol [ყალბი ნიკოლი] დახატეს, ერევნის პოლიციამ ადმინისტრაციული კოდექსის 172.2 მუხლით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავა. დაკავებულები უკვე გაათავისუფლეს. ჯერჯერობით უცნობია, რა პირობით გაათავისუფლეს ისინი.

აქტივისტების განცხადებით, აქცია “სომხეთის ახალი ხელისუფლების სიყალბის წინააღმდეგ იყო მიმართული”.

ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრემიერის პოსტი 2018 წლის 8 მაისს, ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ დაიკავა. 2018 წლის დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში კი ფაშინიანის გუნდმა საბოლოო გამარჯვება მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი