ახალი ამბები

აქტიური კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, არ ყოფილა – კობახიძე

15 აპრილი, 2019 • 944
აქტიური კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, არ ყოფილა – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობაში მინისტრების ცვლილების საკითხი ჯერ არ განიხილება.

“როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, ვადასტურებ, რომ ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, არ ყოფილა. თუ ასეთი მსჯელობა დაიწყება, საზოგადოება ამის შესახებ შეიტყობს”,-აცხადებს კობახიძე.

10 აპრილს ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ ზოგადად მინისტრები კარგად არიან შერჩეული და მთავრობა ეფექტურია, თუმცა შესაძლოა რომელიმე სამინისტროსთან ან მინისტრთან კითხვები იყოს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მტკიცებით, ამ საკითხზე პრემიერი მუშაობს.

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ივანიშვილი ქეთევან ციხელაშვილს ან თეა წულუკიანს, კობახიძე პასუხობს, რომ კონკრეტული კომენტარის გაკეთება არასწორია, ვიდრე საკითხზე სერიოზული მსჯელობა არ დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი