ახალი ამბები

რუსთავში IV სართულიდან 16 წლის გოგო გადმოვარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა

14 აპრილი, 2019 • 1335
რუსთავში IV სართულიდან 16 წლის გოგო გადმოვარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა

14 აპრილს, საღამოს საათებში რუსთავში ერთ-ერთი კორპუსიდან 16 წლის გოგო გადმოვარდა და დაშავდა. IPN-ის ცნობით, იგი მე-4 სართულიდან გადმოვარდა.

იგი კლინიკა „რუსთავშია“ გადაყვანილი. კლინიკაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა.

ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი