ახალი ამბები

ფეისბუკი, ინსტაგრამი და ვოთსაპი ხელმისაწვდომია ორსაათიანი შეფერხების შემდეგ

14 აპრილი, 2019 • 1967
ფეისბუკი, ინსტაგრამი და ვოთსაპი ხელმისაწვდომია ორსაათიანი შეფერხების შემდეგ

ფეისბუკი, ინსტაგრამი და ვოთსაპი, რომლებიც ორ საათზე მეტხანს გათიშული იყო, 17:00 საათისთვის კვლავ ხელმისაწვდომია.

პრობლემები 14 აპრილს, დაახლოებით 14:40 საათზე დაიწყო. სოციალური ქსელები არც მობილური აპლიკაციებით იყო ხელმისაწვდომი და არც სხვა მოწყობილობებით. აპლიკაციებში News Feed-ი არ ახლდებოდა, ვებგვერდები მიუწვდომელი იყო; ვოთსაპში კი შეტყობინებები არ იგზავნებოდა.

სამივე მათგანს კორპორაცია ფეისბუკი ფლობს.

პლატფორმა Down Detector-ზე, რომელიც მონიტორინგს უწევს სოციალური ქსელების მუშაობას, ათასობით შეტყობინება შევიდა სხვადასხვა ქვეყნიდან.

გამოცემა Verge-ის თანახმად, შეფერხების მიზეზად ფეისბუკმა „სერვერის კონფიგურაციის ცვლილება“ დაასახელა და შეფერხებისთვის ბოდიში მოიხადა.

ფეისბუკი, ინსტაგრამი და ვოთსაპი გაითიშა

მასალების გადაბეჭდვის წესი