ახალი ამბები

ფეისბუკი, ინსტაგრამი და ვოთსაპი გაითიშა

14 აპრილი, 2019 • 2660
ფეისბუკი, ინსტაგრამი და ვოთსაპი გაითიშა

14 აპრილს სოციალური ქსელები, ფეისბუკი (მესენჯერთან ერთად) და ინსტაგრამი, ასევე, საკომუნიკაციო აპლიკაცია ვოთსაპი (whatsapp) გაითიშა. სამივე მათგანს კორპორაცია ფეისბუკი ფლობს.

პრობლემები 14 აპრილს, დაახლოებით 14:40 საათზე დაიწყო. სოციალური ქსელები არც მობილური აპლიკაციებითაა ხელმისაწვდომი და არც სხვა მოწყობილობებით. აპლიკაციებში News Feed-ი არ ახლდება, ვებგვერდები მიუწვდომელია; ვოთსაპში კი შეტყობინებები არ იგზავნება.

პლატფორმაზე Down Detector, რომელიც მონიტორინგს უწევს სოციალური ქსელების მუშაობას, ათასობით შეტყობინებაა შესული სხვადასხვა ქვეყნიდან.

გამოცემა Verge-ის თანახმად, შეფერხების მიზეზად ფეისბუკმა „სერვერის კონფიგურაციის ცვლილება“ დაასახელა და შეფერხებისთვის ბოდიში მოიხადა.

რეპორტები 15:10-ის მდგომარეობით

ამ ქსელების მომხმარებლებმა დროებით ტვიტერზე გადაინაცვლეს.

მსგავსი რამ დაახლოებით ერთი თვის წინაც მოხდა — ეს იყო ყველაზე უარესი „გათიშვა“ ფეისბუკისა და ინსტაგრამის ისტორიაში.

[მასალა განახლდება]

მასალების გადაბეჭდვის წესი