ახალი ამბები

დამპირდით, რომ ქართულს ისწავლით — ზურაბიშვილი რეპატრირებულ მესხებს ახალციხეში | TV9

14 აპრილი, 2019 • 4058
დამპირდით, რომ ქართულს ისწავლით — ზურაბიშვილი რეპატრირებულ მესხებს ახალციხეში | TV9

„დამპირდით, რომ ქართულს ისწავლით“, — უთხრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალციხეში რეპატრირებულ მესხებს, რომლებმაც მას მოქალაქეობის მიღებაში დახმარება სთხოვეს.

შეხვედრის კადრები ადგილობრივმა ტელეკომპანიამ, მე-9 არხმა გაავრცელა. 14 აპრილს, დედაენის დღეს, ახალციხის ბაზარში სტუმრობისას ზურაბიშვილს რამდენიმე ადამიანმა, — არხის თანახმად, საქართველოში რეპატრირებულმა მესხებმა — საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად დახმარება სთხოვა.

„200-200 ლარს ყოველთვე ვიხდით, არავინ არ გვაძლევს მოქალაქეობას“, — რუსულ ენაზე უთხრა ერთ-ერთმა მათგანმა ზურაბიშვილს.

კადრებში ჩანს, რომ პრეზიდენტი მას და მის გარშემო შეკრებილ ადამიანებს ეუბნება: „ქართულად უნდა ილაპარაკოთ. რა არის ეს რუსული?… დამპირდით, რომ ქართულს ისწავლით და ილაპარაკებთ“.

მეცხრე არხის თანახმად, ზურაბიშვილმა მათ განუცხადა, რომ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე ახალქალაქში გააკეთებს განმარტებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი