ახალი ამბები

ოზურგეთში ტყე იწვის – ცეცხლის ქრობას ხელს რთული რელიეფი უშლის

13 აპრილი, 2019 • 1039
ოზურგეთში ტყე იწვის – ცეცხლის ქრობას ხელს რთული რელიეფი უშლის

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმედში, ტყე იწვის. ხანძარი 13 აპრილს, საღამოს საათებში გაჩნდა. ცეცხლი ლოკალიზებული, ჯერჯერობით, არ არის.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ცეცხლი, დაახლოებით, 15 ჰექტარზეა გავრცელებული. უწყების თანახმად, რთული რელიეფის გამო, სახანძრო ტექნიკა ხანძრის ეპიცენტრში შესვლას ვერ ახერხებს, რის გამოც ცეცხლს, ძირითადად, ცოცხალი ძალა ებრძვის.

ცეცხლის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მეხანძრე-მაშველები ადგილზე მთელი ღამის მანძილზე იმუშავებენ. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემოქმედში დამატებით ცოცხალი ძალა აჭარიდან და იმერეთიდან უკვე გაიგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი