იზმირი. ფოტო: EPA

ISIS-თან კავშირის ბრალდებით თურქეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

საქართველოს მოქალაქე, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირის ბრალდებით იყო დაკავებული, 12 აპრილს გაათავისუფლეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.

ადგილობრივი გამოცემების თანახმად, დაკავებულები სასამართლოს ბრძანებით გათავისუფლდნენ. ამის შემდეგ ისინი მიგრაციის სამსახურში გადაიყვანეს.

10 ადამიანი, რომელთა შორისაც ერთი – საქართველოს, ცხრა კი – სირიის მოქალაქე იყო, 10 აპრილს, იზმირში დააკავეს. ოპოერაცია ქალაქის ცენტრში, თორბალისა და ბერგამას უბნებში ჩატარდა.

მედიის თანახმად, ანტიტერორისტული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაკავებულების სახლების ჩხრეკისას 1 პისტოლეტი, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა და დოკუმენტები ამოიღეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან