ახალი ამბები

ლაშა ტალახაძემ ევროპა 3 ოქროთი და 3 მსოფლიო რეკორდით დაასრულა

13 აპრილი, 2019 • 2053
ლაშა ტალახაძემ ევროპა 3 ოქროთი და 3 მსოფლიო რეკორდით დაასრულა

ლაშა ტალახაძემ ძალოსნობაში ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი 3 ოქროს მედლით და 3 მსოფლიო რეკორდით დაასრულა.

25 წლის ქართველმა ათლეტმა ოქროს მედლები მოიპოვა: ატაცში, აკვრასა და ორჭიდში.

მან ატაცში 218 კილოგრამით ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა, აკვრაში 260 კილოგრამით საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა ორჭიდშიც.

ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღე წარმატებული გამოდგა მეორე ქართველი ძალოსანი ირაკლი თურმანიძისთვისაც. მან 3 მედალი მოიპოვა, 2 ვერცხლი ატაცსა და ორჭიდში, ასევე ბრინჯაო აკვრაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი