ახალი ამბები

ატაცში ლაშა ტალახაძემ ოქრო მოიპოვა, თურმანიძემ – ვერცხლი | ძალოსნობა

13 აპრილი, 2019 • 1466
ატაცში ლაშა ტალახაძემ ოქრო მოიპოვა, თურმანიძემ – ვერცხლი | ძალოსნობა

ძალოსნობაში ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მძიმე წონაში ატაცის კატეგორიაში ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ირაკლი თურმანიძემ – ვერცხლი.

თურმანიძემ პირველ ცდაზე 195 კგ აიტაცა, მეორეზე – 201, ხოლო მესამეზე – 206 კგ.

რაც შეეხება ტალახაძეს, პირველ ცდაზე – 208 კგ, ხოლო მეორეზე 218 და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

მძიმე წონაში გათამაშება გრძელდება და მედლები კიდევ გათამაშდება აკვრასა და ორჭიდში.

ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი