ვახტანგ ლაშქარაძე ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის აქტუალურ თემაზე, შემოსავლების სამსახურის უფროსისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ. მხარეებმა პრობლემატური საკითხების, კერძოდ, საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით ისაუბრეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის საქმიანობის ერთერთ მთავარ პრიორიტეტს, გადასახადის გადამხდელებთან, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან პარტნიორული ურთიერთობა და აქტიური თანამშრომლობაა.

,,დღევანდელი მორიგი სამუშაო შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან, გამჭვირვალეს ხდის ურთიერთობას და ამცირებს მომავალში საგადასახადო რისკებს. ჩვენ მოვინიშნეთ ყველა პრობლემური საკითხი, განვიხილავთ და უახლოეს დღეებში გავცემთ პასუხებს.“ – განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი