ახალი ამბები

ერაყელი სტუდენტების შეურაცხყოფის ფაქტზე შსს გამოძიებას აწარმოებს

11 ოქტომბერი, 2014 • • 5527
ერაყელი სტუდენტების შეურაცხყოფის ფაქტზე შსს გამოძიებას აწარმოებს

გამოძიების შესახებ სხვა დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამხელს. საქართველოს უნივერსიტეტის ერაყელ სტუდენტებს ეთნიკურად ქართველი პირები, მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი 9 ოქტომბერს დაუპირისპირდა.

 

საქართველოს უნივერსიტეტში “ნეტგაზეთს” განუცხადებს, რომ ერაყელი სტუდენტები 9 ოქტომბერს უნივერსიტეტის კამპუსში ერაყული კულტურის დღეს აღნიშნავდნენ, რამაც გამოიწვია ეთნიკური ქართველების გაღიზიანება.

 

უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა გვანცა გორგაძემ აღნიშნა, რომ დაპირისპირებაში მონაწილეობდსნენ ის პირები, რპმელბიც არ არიან უნივერსიტეტის სტუდენტები, ამის გამო მათ აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაპირისპირება იყო პროვოცირებული.

 

“ვითარება სწრაფად განიმუხტა და შეიკრიბა სპეციალური განხილვის კომისა და გადაწყვიტა, რომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტლება ამასთან დაკავშირებით. გვექნება მკაცრი რეაგირება”, – ამბობს გვანცა გორგაძე.

 

უნივერისტეტი თავის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ორშაბათს განაცხადებს.

საქართველოს უნივერსიტეტი
საქართველოს უნივერსიტეტი

მასალების გადაბეჭდვის წესი