ახალი ამბები

ბესელია: “დაიცავი საქართველოს” წიაღში შეიძლება დაიბადოს ახალი პოლიტიკური პლატფორმა

13 აპრილი, 2019 • 964
ბესელია: “დაიცავი საქართველოს” წიაღში შეიძლება დაიბადოს ახალი პოლიტიკური პლატფორმა

საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” შეკრებას “ქართული ოცნების” სხვა ყოფილ სახეებთან ერთად, ეკა ბესელიაც ესწრება.

მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, მოძრაობის წიაღში ახალი პოლიტიკური პლატფორმა დაიბადოს.

” “დაიცავი საქართველო” დარჩება, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა, თუმცა მის წიაღში, მისი წევრებისგან, შეიძლება დაიბადოს ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც საჭიროა რათა მომავალში შეიქნმას გარანტიები, რომ, რაც მოხდა, აღარ განმეორდეს”, – უთხრა ბესელიამ ჟურნალისტებს.

“დაიცავი საქართველოს” შეკრება თბილისში, ფილარმონიაში მიმდინარეობს.

თავის მხრივ, მისმა დამფუძნებელმა, დავით მაღრაძემ, მედიასთან საუბრისას კვლავ აღნიშნა, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას არ აპირებს და მხოლოდ საზოგადოებრივი მოძრაობის ფარგლებში დარჩება.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა “დაიცავი საქართველო” პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს, მაღრაძემ უპასუხა:

“ყველაფერი შესაძლოა, მაგრამ მე არ ვაპირებ”.

ეკა ბესელია, მამუკა არეშიძე, დათო ხუჯაძე და სხვები – ვინ მივიდა “დაიცავი საქართველოს” ყრილობაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი