ახალი ამბები

სამხედრო პოლიციის ოცეული ნატოს სამხედრო პოლიციის ბატალიონში გაწევრიანდება – იზორია

12 აპრილი, 2019 • 1145
სამხედრო პოლიციის ოცეული ნატოს სამხედრო პოლიციის ბატალიონში გაწევრიანდება – იზორია

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას თქმით, საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეული ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო პოლიციის ბატალიონში გაწევრიანდება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ხორვატიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ხორვატიის თავდაცვის მინისტრთან.  დღეს საქართველოში სწორედ ხორვატიის ლიდერობით იმყოფება ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონი, რათა შეაფასოს ჩვენი სამხედრო პოლიციის ოცეულის მზადყოფნა ამ ბატალიონში გასაწევრიანებლად. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილება არის პოზიტიური და 2020 წლიდან უკვე ჩვენ, მათ შორის სამხედრო პოლიციის ფორმატში, ნატოსთან ერთად სხვადასხვა მისიაში, სწავლებაში მონაწილეობას მივიღებთ, რაც კიდევ ერთხელ არის ჩვენი შესაძლებლობების აღიარება და ჩვენი შესაძლებლობების ნატოს სტანდარტებთან დაახლოება“, – აცხადებს იზორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი