ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მრავალათასიანი მიტინგი ერევანში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით [ფოტო]

11 ოქტომბერი, 2014 • • 1548
მრავალათასიანი მიტინგი ერევანში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით [ფოტო]

ამდენი ხალხი ერევნის ქუჩებში დიდი ხანია აღარავის უნახავს. სხვადასხვა მონაცემებით აქ 20-დან 25 ათასამდე ადამიანი მივიდა და ეს იმის მიუხედავად, რომ დილიდანვე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმ პრობლემებზე, რასაც პოლიცია ქმნიდა დედაქალაქში მომიტინგეების შემოსვლის კუთხით: ბევრი ავტობუსი და კერძო მანქანა, რომლებიც ერევნისკენ მიდიოდნენ, უბრალოდ, უკან გააბრუნეს.

 

როგორც წინა მიტინგების დროს, ახლაც ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებშიც შეიკრიბა ათასობით ადამიანი, რომლებმაც მოითხოვეს ხელისუფლების სწრაფი ცვლილება.

აქცია ერევანში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, 10.10.2014
აქცია ერევანში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, 10.10.2014

 

აქციის ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან არა მხოლოდ იმაში, რომ სომხეთში მართლაც მალე შეიცვლება მთავრობა, რაც ქვეყანას იხსნის “კატასტროფული სოციალ-ეკონომიკური სიტუაციისგან”. ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ სწორედ 10 ოქტომბრის ერევნის მიტინგით დაიწყება სომხეთში ხელისუფლების ცვლილების და ნამდვილი დემოკრატიის დამყარების პროცესი.

 

ორატორები თავიანთი გამოსვლების დროს შეეხნენ სომხეთის საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეულ თემებს – დაწყებული მასობრივი მიგრაციის და უმუშევრობის საკითხებით, დასრულებული კორუფციის პორბლემითა და მაღალ თანამდებობებზე კრიმინალური ელემენტების დანიშვნით, ისაუბრეს ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებაზე, იმაზე, რომ ხელისუფლებას არ სურს შეცვალოს საარჩევნო კოდექსი.

აქცია ერევანში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, 10.10.2014
აქცია ერევანში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, 10.10.2014

 

ოპოზიციის არც ერთი მოთხოვნა მანამდე მთავრობას არ შეუსრულებია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მთავრობა არ არის მზად და არ აქვს უნარი გამართოს პოლიტიკური დიალოგი საზოგადოებსთან. ამგვარად, მიტინგის ორგანიზატორების თქმით, მმართველმა რეჟიმმა ამოწურა საკუთარი თავი და მასთან აღარ შეიძლება ქვეყნის განვითარების რაიმე პერსპექტივის დაკავშირება.

 

გაისმა მოწოდებები ქვეყნის მოსახლეობისადმი, რომ შეეწინაღმდეგონ კონსტიტუციურ რეფორმებს, რომლებიც ხელისუფლების ინიცირებულია, რადგან ოპოზიციის აზრით, ისინი მიმართულია იმის წინააღმდეგ, რომ ქვეყანას საკუთარი ხელისუფლება ჰყავდეს.

აქცია ერევანში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, 10.10.2014
აქცია ერევანში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, 10.10.2014

 

“ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლება იძულებული იქნება დაუთმოს ხალხის მოთხოვნას და გადადგეს, რადგან სომხეთში ასეთი სუსტი მთავრობა და ასეთი ძლიერი ოპოზიცია ჯერ არასდროს ყოფილა,” – განაცხადა პარტია “მემკვიდრეობის” თავმჯდომარის მოადგილე არმენ მარტიროსიანმა.


“ოპოზიციური სამეულის” ყველა წარმომადგენელმა მყარად განაცხადა, რომ ხელისუფლების ცვლილებისთვის დაწყებული ბრძოლის კურსიდან არ გადაუხვევენ და მას ბოლომდე მიიყვანენ. პარტია “აყვავებული სომხეთის” პრესმდივანმა ტიგრან ურიხანიანმა გვითხრა, რომ ოპოზიციის შემდგომი მოქმედებები ხალხის ნებაზე იქნება დამოკიდებული: “თუკი ხალხი აქ დარჩენას გადაწყვეტს გამარჯვების მიღწევადე, ჩვენ მათთან ერთად ვიქნებით”.

ტიგრან ურიხანიანი
ტიგრან ურიხანიანი

 

მომიტიგნეები სკანდირებდნენ – “თავისუფალი დამოუკიდებელი სომხეთი”, “სერჟიკ, წადი!” “ბრძოლა, ბრძოლა ბოლომდე”.

აქცია ერევანში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, 10.10.2014
აქცია ერევანში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, 10.10.2014

 

მასალების გადაბეჭდვის წესი