ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სერჟ სარგსიანი და ილჰამ ალიევი დსთ-ს გაძლიერებას მხარს უჭერენ

10 ოქტომბერი, 2014 • • 1256
სერჟ სარგსიანი და ილჰამ ალიევი დსთ-ს გაძლიერებას მხარს უჭერენ

ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მინსკში დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა სხდომაზე განაცხადა. 


მისივე თქმით, სომხეთი დსთ-ს შემდგომ გაძლიერებას მხარს უჭერს. 

 

“დსთ-მ თავისი პოტენციალი არ ამოწურა. ეს არის თანამშრომლობის, ურთიერთქმედებების, საერთაშორისო და რეგიონული აქტუალური საკითხების განხილვის მოედანი,”- განაცხადა შეხვედრის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა. 


ბელორუსში დსთ-ს წევრი ქვეყნების სხდომას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა. მან 2015 წლის მაისში აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები მოსკოვში სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიიწვია. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი