Liloshop.ge – „ლილო მოლის“ ოფიციალური ინტერნეტ მაღაზია

Liloshop.ge საქართველოს ყველაზე დიდი  ინტერნეტ მაღაზია გახლავთ, სადაც პროდუქციის  უამრავი კატეგორიაა წარმოდგენილი მათ შორის: ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სათამაშოები, ტექსტილი, დალაგება-დასუფთავება, ინტერიერი დეკორი, სახლი და რემონტი, ტანსაცმელი, აქსესუარები, პარფიუმერია და ა.შ.  აღნიშნულ სტატიაში ინტერნეტ მაღაზიის მხოლოდ რამდენიმე სახეობის პროდუქტზე გავამახვილებთ ყურადღებას.

ინტერნეტ მაღაზია liloshop.ge მომხმარებლებს პროდუქციას ყველაზე დაბალ ფასად აწვდის. ონლაინ მაღაზიიდან შესაძლებელია როგორც საცალო, ისე კორპორატიული შესყიდვის განხორციელება. „ლილო მოლის“ ოფიციალური ინტერნეტ მაღაზიის სერვისით დღეისათვის  ათასობით ფიზიკური და ათობით იურიდული პირი სარგებლობს, რაც განპირობებულია ონლაინ მაღაზიის მოქნილი პირობებითა და კომფორტული სერვისით.

ინტერნეტ მაღაზიიდან ნივთის გამოწერისათვის აუცილებელია საიტზე მხოლოდ მარტივი რეგისტრაციის გავლა.

ჭურჭელი

საიტზე შეხვდებით ჭურჭლის სხვდასხვა  სახეობას მათ შორისაა:  ქვაბებისა და ტაფების ნაკრები, ჭიქები, დანები, საცხობი ფორმები, ჩანგლები-კოვზები, კონტეინერები და ა.შ.

Liloshop.ge-ს წარმომადგენლები საქართველოში ცნობილი ჭურჭლის ბრენდების წარმომადგენლებთან თანამშრომლობენ, შესაბამისად ონლაინ მაღაზიიდან ყველაზე იაფად შეძლებთ Arshia-ს, HOBBY LIFE-ს, Tramontina-სა და სხვა ბრენდების ჭურჭლის შეძენას.

სათამაშოები

Liloshop.ge სათამაშოების  მაღაზიაც გახლავთ, რადგან აქ წარმოდგენილია საგანმანათლებლო-შემეცნებითი, ინტერაქტიული თუ  სხვა ტიპის სათამაშოები.
სამაგიდო თამაშები, მუსიკალური სათამაშოები, ველოსიპედები, სკუტერები, ჰოვერბორდები, დიდი მექანიკური მანქანები, საქანელები, სახლები, კარავი, კონსტრუქტორები –  ეს იმ სათამაშოთა მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ონლაინ მაღაზიაში შეხვდებით.

Liloshop.ge სათამაშოებით ამარაგებს ბაღებსა თუ სკოლებს, გასართობ ცენტრებსა თუ სხვა დაწესებულებებს.

საოჯახო ტექსტილი

თეთრეული, სამზარეულოს ტექსტილი, ხალიჩები, ფარდები და აქსესუარები, ქსოვილები ამ ყოველივეს ონლაინ მაღაზიაში იხილავთ.

Liloshop.ge -დან  შესაძლებელია ხალიჩის, ფარდისა თუ სხვა ქსოვილის ნიმუშების გამოწერა სრულიად უფასოდ.

სპორტული ინვენტარი

თუკი როლიკების, ბურთების, სკეიტბორდების, სპორტული ჩანთების-ჯილდოებისა თუ სხვა სპორტული ინვენტარის შეძენა გსურთ  გახსოვდეთ, რომ აქ თქვენთვის ყველაფერია.

თუ აღნიშნულ ნივთებს  თქვენთვის ან თქვენი შვილისთვის ეძებთ, ან თუნდაც ტურნირის, სპორტული ღონისძიების დაგეგმვას აპირებთ,   liloshop.ge-ზე თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ნივთს იპოვით.

ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელები

ონლაინ მაღაზიაში სპორტული ფეხსაცმლის, ბოტასებისა და კედების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. ფეხსაცმლის შეძენას საიტიდან 43 ლარიდან შეძლებთ და რაც მთავარია, შეგიძლიათ  სახლშივე მოიზომოთ, თუკი ვერ მოირგებთ კომპანია ნივთის გაცვლისა და უკან დაბრუნების სერვისსაც გთავაზობთ.

Liloshop.ge საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია გახლავთ, სადაც „ლილო მოლის“ სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი თითქმის ყველა ტიპის პროდუქტია წარმოდგენილი. ინტერნეტ მაღაზია ნივთის მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი