გამოკითხულთა 27% ფიქრობს, რომ არაფერი გვეშველება – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ახალი კვლევით, მოსახლეობის 58% ფიქრობს, რომ გვეშველება, 27% მიიჩნევს, რომ არაფერი გვეშველება, ხოლო 15%-მა არ იცის, გვეშველება თუ არა რამე.

გვეშველება რამე?

  • კი – 58%
  • არა – 27%
  • არ ვიცი – 15%

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა, დღეს გაიმართა. მათი ცნობით, კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ცდომილების ზღვარი +- 2.3 პროცენტის ფარგლებშია.

ამავე კვლევით, ქვეყანაში კვლავ გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი გამორჩენისთვის გამოყენება, ხოლო ხელისუფლება ასეთ შემთხვევებზე სათანადოდ არ რეაგირებს. ამავე დროს, როგორც TI აცხადებს, წვრილმანი კორუფციის შემთხვევები კვლავაც უკიდურესად იშვიათია, თუმცა კორუფცია მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ვრცლად:

გამოკითხულთა 91% მიიჩნევს, რომ ჩინოვნიკები თანამდებობებს ნეპოტიზმისთვის იყენებენ – TI

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.