ახალი ამბები

“17” – “იდენტობა” ჟურნალის გამოცემას იწყებს

9 ოქტომბერი, 2014 • 1248
“17” – “იდენტობა” ჟურნალის გამოცემას იწყებს

“ამ გამოცემის ყველაზე მთავარი მიზანი არის საზოგადოების გაცნობიერება იმ საკითხებში, რასთან კამათსაც მოჰყვა 2013 წლის 17 მაისი,“ – განუცხადა “ნეტგაზეთს” ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, შორენა გაბუნიამ.

 

მისი თქმით, ორგანიზაციის მიზანი იყო შეექმნათ ისეთი პუბლიკაცია, რომელიც დიდ აუდიტორიაზე იქნებოდა გათვლილი.

 

“მოვიცავთ რეგიონებს, იმიტომ, რომ თბილისი არ არის ერთადერთი ლოკაცია, სადაც ეს ჟურნალი და მისი კონტენტი ჭირდებათ. რეგიონებში, სადაც ნაკლებია წვდომა ელექტრონულ რესურსებზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ამ ჟურნალის გავრცელება”.

 

ჟურნალის ტირაჟი 1000 იქნება. როგორც “იდენტობაში” განგვიმარტეს, ეს იქნება არაკომერციული გამოცემა, ამიტომ ის უფასოდ გავრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი