ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აფხაზეთში მიწების გასხვისება საქართველოს ინტერესებს ცალსახად არ ეწინააღმდეგება”

9 ოქტომბერი, 2014 • • 1168
“აფხაზეთში მიწების გასხვისება საქართველოს ინტერესებს ცალსახად არ ეწინააღმდეგება”

“პროცესი არ არის ცალსახად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, მრავალი ფაქტორებია, რომლებიც წინააღმდეგაც მუშაობს და შეიძლება გამოყენებული იყოს ჩვენ მიერაც. ამიტომ ჯობია დავაკვირდეთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. სულაც არ არის ეს აფხაზური საზოგადოებისთვის მისასალმებელი. რუსეთის მოქალაქეებს მეტი შანსები ექნებათ შეიძინონ უძრავი ქონება აფხაზეთის ტერიტორიაზე და მოგეხსენებათ, რუსეთის მოქალაქეები სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანები არიან,”- აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი მედიასთან საუბარში დღეს, 9 ოქტომბერს.  


წლის ბოლომდე აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახალი შეთანხმება უნდა გაფორმდეს, რომლის ტექსტი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმერ სურკოვის განცხადებით, შეთანხმება სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს აფხაზეთში მიწების გასხვისების აკრძალვის გაუქმებას. 

 

  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი