ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოლიმპიური კომიტეტები ბაქოში სომხეთის სპორტსმენების უსაფრთხოების გარანტიას იძლევიან

9 ოქტომბერი, 2014 • • 1101
ოლიმპიური კომიტეტები ბაქოში სომხეთის სპორტსმენების უსაფრთხოების გარანტიას იძლევიან

შეხვედრაზე სომხეთის პრეზიდენტთან, სერჟ სარგსიანთან მათ პირობა დადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სომხეთის სპორტსმენებს ევროპის თამაშებზე, რომელიც 2015 წელს ბაქოში უნდა გაიმართოს, ყველა აუცილებელ პირობას შეუქმნიან.


ევროპული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანს ინფორმაცია მიაწოდა ევროპული თამაშების მოსამზადებელი სამუშაოებისა და მოლაპარაკებების შესახებ თამაშების მასპინძელ ქვეყნასთან, რომელმაც სათანადო დონეზე და თმენის ატმოსფეროში უნდა ჩაატაროს ღონისძიება,”- ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

 

თავის მხრივ, თომას ბახი ამბობს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის მიერ ყველა ძალისხმევა იქნება გამოყენებული, რომ “სომხეთი და სომხეთის მოქალაქეები დაკმაყოფილდნენ ამ მოლაპარკებების შედეგებით და სომხეთის სპორტსმენებისა და მათი ტრენერებისთვის აზერბაიჯანში ყველა პირობა იყოს უზრუნველყოფილი.

 

მხარეების განმარტებით, დაუშვებელია სპორტის პოლიტიზება და ის მიმართული უნდა იყოს ადამიანების დაახლოებისა და შეძლებისდაგვარად სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის. 

 

პირველი ევროპული თამაშები ბაქოში 2015 წლის 12-28 ივნისს გაიმართება. ის, რომ აღნიშნულ ღონისძიებას აზერბაიჯანის დედაქალაქი უმასპინძლებდა, ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა 2012 წლის დეკემბერში გადაწყვიტა.


თომას ბახი
თომას ბახი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი