ახალი ამბები

ქუცნაშვილი: გამოვრიცხავ, რომ შავგულიძე იმ მომენტში ორმაგ თამაშს თამაშობდა

11 აპრილი, 2019 • 1090
ქუცნაშვილი: გამოვრიცხავ, რომ შავგულიძე იმ მომენტში ორმაგ თამაშს თამაშობდა

“ქართული ოცნების” დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ის გამორიცხავს ეჭვს იმის თაობაზე, რომ შალვა შავგულიძე, რომელიც მოკლული სანდრო გირგვლიანის ოჯახის უფლებებს იცავდა, იმ დროს “ორმაგ თამაშს თამაშობდა”:

“მე გამოვრიცხავ, რომ შალვა შავგულიძე იმ მომენტში თამაშობდა ორმაგ თამაშს. მე საერთოდ ეჭვიანი ადამიანი არ ვარ და ადამინში ვეძებ კრგს. შალვაც ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის ჩემთვის” ,- თქვა ქუცნაშვილმა “პოლიტმეტრში”.

გადაცემის წამყვანის კითხვის საპასუხოდ დეპუტატმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის სუბიექტური აზრია. ქუცნაშვილის თქმით, ივანიშვილს ეს მტკიცებითი ფორმით არ უთქვამს, შეკითხვა დასვა, რისი უფლებაც, დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა.

ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ  შალვა შავგულიძე გირგვლიანის საქმეში იყო “თამაშის მონაწილე”.

შალვა შავგულიძე იყო გირგვლაინის ოჯახის ადვოკატი და სწორედ მან გაასაჩივრა აღნიშნული საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. შავგულიძე 2019 წლის 19 მაისს დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობს. ის მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის იბრძვის. შავგულიძე კანდიდატად “ევროპულმა საქართველომ” წარადგინა.

რატომ არ გავასაჩივრე გირგვლიანის I ინსტანციის განაჩენი სააპელაციოში – შალვა შავგულიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი