ახალი ამბებიკომენტარი

ყოველთვის ერთ პოზიციაზე ვიყავით- ბესელია შაქარიშვილის და ჯიშკარიანის “ოცნებიდან” წასვლაზე

11 აპრილი, 2019 • 1603
ყოველთვის ერთ პოზიციაზე ვიყავით- ბესელია შაქარიშვილის და ჯიშკარიანის  “ოცნებიდან” წასვლაზე

ჩვენ ყოველთვის ერთ პოზიციაზე ვიყავით და მომავალსაც საერთო ბრძოლის ველზე ვხედავ, -განაცხადა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ვატო შაქარაშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის მიერ “ქართული ოცნების” დატოვების ფაქტის კომენტირებისას.

“შეუძლებელია, რომ ვატოს, ჯაბას და ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენთან ერთად სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად, მოსწონდეთ ის, რაც დღეს ხდება, როდესაც აღზევება ხდება წარსულის ძალადობრივი ელემენტების და მათი მხარდამჭერების თუ შემქმნელების. ამიტომ მათი პროტესტი ჩემთვის არის სრულიად ბუნებრივი”,- აღნიშნა ბესელიამ.

ბესელია ამბობს, რომ თავის დროზე ორგანიზაცია “დაიცავი საქართველოს” წევრი იყო და 13 აპრილს დაგეგმილ შეკრებაზე აუცილებლად იქნება წარმოდგენილი. ბესელია დღეს არ აკონკრეტებს, რა იქნება “დაიცავი საქართველოს” შემდგომი ნაბიჯები და როდის მოხდება პოლიტიკური პარტიის ფორმირება.

“ახლა ისევ დადგა ერთიანობის აუცილებლობა. რა იქნება მომავალი გაგრძელება ამ შეკრების, ამაზე, ალბათ, როცა შეკრება დასრულდება, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ის პოლიტიკური ახალი პლატფორმა, რომლის შექმნას ვაპირებ, ძალაშია”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა, ჯაბა ჯიშკარიანმა და ვატო შაქარიშვილმა, “ქართულ ოცნება” 11 აპრილს დატოვეს. ჯიშკარიანმა და შაქარაშვილმა დღეს განაცხადეს, რომ ისინი “დაიცავი საქართველოს” უერთდებიან, რომლის ყრილობაც 13 აპრილს გაიმართება.

ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა “ოცნება” დატოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი