ახალი ამბები

პრემიერის აქცენტები იყო ძალიან სწორი – თამარ ჩუგოშვილი

10 აპრილი, 2019 • 1179
პრემიერის აქცენტები იყო ძალიან სწორი – თამარ ჩუგოშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში სწორ აქცენტებს გაუსვა ხაზი. ჩუგოშვილმა “ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი კანდელაკის კრიტიკასაც უპასუხა და განაცხადა, რომ კანდელაკის შენიშვნები უადგილოა.

გიორგი კანდელაკის მტკიცებით, საშუალება რომ ჰქონოდა, პრემიერს ჰკითხავდა,  რატომ არ მოითხოვა, საქართველოს ოკუპაციისა და დევნილთა საკითხი მოხვდეს დასავლეთის სანქციების მოთხოვნებში და საქართველოს საკითხი ყოველთვის დადგეს დღის წესრიგში რუსეთის ხელმძღვანელობასთან უმაღლეს დონეზე შეხვერების დროს.

“მას თავის წარმოდგენები აქვს- ვინ, სად, რა უნდა ილაპარაკოს. მისი დაწერილი დღის წესრიგითა და მოსაზრებებით სულ არ არის საჭირო, ვინმემ იხელმძღვანელოს. სრულიად არაადეკვატური და არარელევანტური მგონია მისი წარმოდგენები და მოსაზრებები აქცენტებთან დაკავშირებით. პრემიერის აქცენტები იყო ძალიან სწორი, რომელიც ეხებოდა ზუსტად იმას, რაზეც ქვეყანას უნდა ესაუბრა ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ.  პრემიერს უნდა ეთქვა, რას მიაღწია ქვეყანამ და ევროსაბჭომ ერთად და რა პრობლემები დაგვრჩა მოსაგვარებელი”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღეს, 10 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოვიდა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა PACE-ში [სრულად]

მასალების გადაბეჭდვის წესი