ახალი ამბები

საქართველო დიდ ბრიტანეთს ჯეკ შეპარდს დღეს გადასცემს

10 აპრილი, 2019 • 1215
საქართველო დიდ ბრიტანეთს ჯეკ შეპარდს დღეს გადასცემს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში დაკავებულ ბრიტანეთის მოქალაქეს, ჯეკ შეპარდს ბრიტანელ სამართალდამცავებს დღეს გადასცემენ.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, შეპარდმა უკვე დატოვა გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულება და ესკორტის ოფიცრების საექსტრადაციო ჯგუფს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, პატიმარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაიყვანა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ ჯეკ შეპარდს ქართველი ესკორტის ოფიცრები ბრიტანელ სამართალდამცავებს გადასცემენ და იგი ქვეყანას დატოვებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2019 წლის 8 აპრილს გამოიცა ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ჯეკ სებასტიან შეპარდის  ექსტრადიციის თაობაზე.

ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეპარდი, რომელსაც ბრიტანეთის პოლიცია თვეები ეძებდა, საქართველოს პოლიციას 2019 წლის იანვარში ჩაბარდა.

31 წლის შეპარდს 2018 წლის ივლისში დიდ ბრიტანეთში დაუსწრებლად მიუსაჯეს 6-წლიანი პატიმრობა სიცოცხლის არაგანზრახ მოსპობისა და გულგრილობის ბრალდებით.

ინტერპოლით ძებნილი ბრიტანეთის მოქალაქე საქართველოში პოლიციას ჩაბარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი