ახალი ამბები

შავი ხვრელის პირველი ფოტო გამოქვეყნდა

10 აპრილი, 2019 • 2607
შავი ხვრელის პირველი ფოტო გამოქვეყნდა

ასტრონომებმა პირველად გადაუღეს შავ ხვრელს ფოტო, რომელიც შორეულ გალაქტიკაში მდებარეობს.

BBC-ის ცნობით, აღნიშნული შავი ხვრელი დედამიწიდან 500 მილიონ ტრილიონი კილომტერის დაშორებით მდებარეობს და მეცნიერები მას დიდი ზომის გამო “მონსტრს” უწოდებენ.

შავი ხვრელის გადაღება 8 ტელესკოპისაგან შემდგარმა ქსელმა შეძლო.

მეცნიერების განმარტებით, ეს შავი ხვრელი მზის სისტემაზე დიდია.

შავი ხვრელი

შავი ხვრელი მდებარეობს გალაქტიკაში, სახელად M87. მეცნიერების ცნობით, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ხვრელია, რომელიც გალაქტიკაში არსებობს.

ხვრელის ირგვლივ წარმოქმნილი “ცეცხლის ბეჭედი”, სავარაუდოდ, გადახურებული გაზის შედეგია. ეს სინათლე უფრო კაშკაშაა, ვიდრე გალაქტიკის სხვა მილიარდობით ვარსკვლავი ერთად აღებული. სწორედ ამიტომ შეიძლება ტელესკოპით მისი დედამიწიდან დანახვა.

შავი ხვრელი არის სივრცე კოსმოსში ძლიერი გრავიტაციული ველით, რომლისაგან თავის დაღწევა სინათლესაც არ შეუძლია.  შავი ხვრელი, სავარაუდოდ, ვარსკვლავის კვდომის შედეგად წარმოიქმნება და არავინ იცის, რა მოსდის ობიექტს, რომელიც ხვრელში აღმოჩნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი