ახალი ამბები

რატომ არ მოითხოვა სანქციებში საქართველოს მოხვედრა? – კანდელაკი პრემიერის გამოსვლაზე

10 აპრილი, 2019 • 1268
რატომ არ მოითხოვა სანქციებში საქართველოს მოხვედრა? – კანდელაკი პრემიერის გამოსვლაზე

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას აფასებს.

კანდელაკის თქმით, დროის გასვლის გამო კითხვის დასმა ვერ მოახერხა, თორემ პრემიერს ჰკითხავდა, რატომ არ მოითხოვა, საქართველოს ოკუპაციისა და დევნილთა საკითხი მოხვდეს დასავლეთის სანქციების მოთხოვნებში და საქართველოს საკითხი ყოველთვის დადგეს დღის წესრიგში რუსეთის ხელმძღვანელობასთან უმაღლეს დონეზე შეხვერების დროს.

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას პრემიერმა კი ისაუბრა ჩვენს პრობლემებზე, მაგრამ არ უთხოვია მთავარი, რომ ჩვენი ოკუპაციის და დევნილთა საკითხი მოხვდეს ევროკავშირის და აშშ-ის სანქციების მოთხოვნებში და რომ საქართველოს საკითხი ყოველთვის დადგეს რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებზე. ანუ გამოდის, რომ ამას საქართველო არ ითხოვს და თუ არ ითხოვს, რატომ მიიღებს? რაც შეეხება კითხვა-პასუხს, უბრალოდ, ნახეთ ჩანაწერი (იმედია, პრემიერის პრესსამსახური თავად დადებს და არ დამალავს) და თავად შეაფასეთ. მისი პასუხების შემხედვარე ხმების მოსყიდვაზე, სასამართლოზე და სხვა მწვავე კითხვებზე მთელ დარბაზში უხერხული მომენტები ხშირად იყო”, – წერს კანდელაკი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოვიდა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

ამავე თემაზე:

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა PACE-ში [სრულად]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი