ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შსს: რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

7 ოქტომბერი, 2014 • • 1140
შსს: რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, ცოლ-ქმარი ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს და ნათესავების მონახულების მიზნით თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აპირებდნენ გადასვლას, რა დროსაც დააპატიმრეს.


მომხდარის დეტალებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. ინფორმაციას არც ცხინვალის მედია ავრცელებს.


მავთულხლართებით გავლებული საზღვარი დვანში
მავთულხლართებით გავლებული საზღვარი დვანში

მასალების გადაბეჭდვის წესი