ახალი ამბები

“როდესაც ჩემს ქართველობაზე ვფიქრობ, ეს პოლიფონია მახსენდება” – ბახტაძე ჩაკრულოზე

10 აპრილი, 2019 • 734
“როდესაც ჩემს ქართველობაზე ვფიქრობ, ეს პოლიფონია მახსენდება” – ბახტაძე ჩაკრულოზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, 10 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) სიტყვით გამოდის. პრემიერის გამოსვლამდე დარბაზში ჩაკრულო იმღერეს. ბახტაძემ თქვა, რომ როდესაც საკუთარ ქართველობაზე ფიქრობს, სწორედ ეს პოლიფონია ახსენდება.

“ქალბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო, თქვენო აღმატებულებავ ასამბლეის წარჩინებულო წევრებო – მე მაქვს პატივი მოგმართოთ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის სასახლეში. ჩვენ ახლა მოვისმინეთ მშვენიერი მუსიკალური ნაწარმოები – ავთენტური ქართული პოლიფონიური სიმღერა, სადაც მრავალი ხმა ერთიანდება კომპლექტში, ერთმანეთს ავსებს და აძლიერებს, ავითარებს და აწინაურებს.

ეს არის ქართული ეროვნული იდენტობის ძალიან ძლიერი მარკერი. როდესაც ჩემს ქართველობაზე ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა ეს პოლიფონია მახსენდება. და ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს აქ გვესმის ეს სიმღერა, იმდენად, რამდენადაც ევროსაბჭოს დაარსებიდან 60 წლის იუბილეს და მასში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ”, – ამბობს ბახტაძე.

მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი