ახალი ამბები

Airbnb საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სახლების გაქირავებაზე ინფორმაციას აღარ წაშლის

10 აპრილი, 2019 • 1486
Airbnb საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სახლების გაქირავებაზე ინფორმაციას აღარ წაშლის

ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სახლების გაქირავების შესახებ ინფორმაცია კომპანია Airbnb-ის საიტზე კვლავ ხელმისაწვდომი რჩება.

Airbnb-იმ გაავრცელა განცხადება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსთან დაკავშირებით. კომპანია აღნიშნავს, რომ აღარ წაშლის დასავლეთ სანაპიროს თავისი პლატფორმიდან, თუმცა აცნობიერებს საკითხის კომპლექსურობას და არ მიიღებს სარგებელს ამ რეგიონში სახლების გაქირავებიდან. კერძოდ, დასავლეთ სანაპიროზე სახლების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალს Airbnb არასამთავრობო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გადაურიცხავს.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იგივე მიდგომა გავრცელდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. მანამდე Airbnb-იმ განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე სახლების მონაცემებს ვებგვერდიდან წაშლიდა.

Airbnb ვებგვერდიდან წაშლის სახლებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი