ახალი ამბები

თუ კერძო ბიზნესი ვერ გააკეთებს, სახელმწიფოს მოუნდება – ივანიშვილი ანაკლიის პორტზე

10 აპრილი, 2019 • 1682
თუ კერძო ბიზნესი ვერ გააკეთებს, სახელმწიფოს მოუნდება – ივანიშვილი ანაკლიის პორტზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტი არ არის “ხიბლიანი ბიზნესპროექტი”. მისი აზრით, კერძო კომპანიებს სურთ, რომ მოგება რამდენიმე წელიწადში მიიღონ, თუმცა ანაკლიის პორტის შემთხვევაში ეს ნაკლებად მოსალოდნელია.

“თუ ამ პორტს ააშენებს კერძო ბიზნესი, ეს იქნება ძალიან მისასალმებელი. თუ სახელმწიფოს არ მოუწევს 600-მილიონიანი კრედიტის მოზიდვა, ეს მისასალმებელია და მე მადლობაც გადამიხდია ხაზარაძისთვის და მისი გუდნისთვის, თუ ესენი ამას მოახერხებენ.

ამ პორტის მომგებიანობა ძალიან რთულია. შეიძლება, 30, 40 ან მეტი წლები დასჭირდეს, რომ მოგება მიიღოს ბიზნესმენმა. როგორც წესი, სახელმწიფოები აქტიურად მონაწილეობენ ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. პროექტი არის საჭირო სახელმწიფოსთვის და თუ კერძო ბიზნესი ვერ გააკეთებს, სახელმწიფოს მოუნდება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილს ტელეკომპანია იმედის ეთერში.

მისივე თქმით, სახელმწიფო ყველანაირად ხელს უწყობს კერძო ბიზნესს პორტის მშენებლობაში და ის გამორიცხავს, რომ მამუკა ხაზარაძის ირგვლი განვითარებული საკითხები რაიმე ფორმით მიზნად ისახავს ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხებას.

თუმცა ივანიშვილი სკეპტიკურად არის განწყობილი, რომ ამ პორტის აშენებას კერძო კომპანია შეძლებს.

ანაკლიის პორტს ამჟამად “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ამერიკელ პარტნიორებთან ერთად აშენებს. კონსორციუმს სათავეში კი “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე უდგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი