კინოინდუსტრია უნდა აღორძინდეს – ივანიშვილი ქართულ ფილმებს და სერიალებს დააფინანსებს

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტელევიზიების “იაფი ტრიუკებით” და მდარე სერიალებით შესაძლოა მალე “საზოგადოება გამოთაყვანდეს”, რის გამოც ფონდი ქართუს დაფინანსებით ქართული კინოინდუსტრიის “აღორძინებას” აანონსებს. ამის შესახებ მან ტელეიმედთან ინტერვიუში ისაუბრა.

“ჩვენ ჩვენის მხრივ, რასაც ვცდილობთ და რასაც ვაკეთებთ, გადაწყვეტილებაც მიღებული გვაქვს, კინოინდუსტრია უნდა აღორძინდეს. საქართველოში უნდა დაიწყოს ქართული ფილმების გადაღება, მათ რიცხვში, სერიალებისაც და ისტორიული სერიალებისაც. ჩვენ გვაქვს გენიალური ისტორია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, აქამდე ტელევიზიები “იაფი ტრიუკებით” ცდილობდნენ ფულის შოვნას, მათ შორის, რეკლამების და მდარე უცხოური სერიალების საშუალებით.

ბიძინა ივანიშვილის ანალიზით, შესაძლოა ქვეყანამ მალე გამოთაყვანებული საზოგადოება მიიღოს, თუ მალე არ გამოსწორდა სიტუაცია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.