ახალი ამბები

ივანიშვილმა “სოციალ-დემოკრატებს” უმრავლესობიდან გასვლის ფორმა მოუწონა

9 აპრილი, 2019 • 1175
ივანიშვილმა “სოციალ-დემოკრატებს” უმრავლესობიდან გასვლის ფორმა მოუწონა

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან “სოციალ-დემოკრატიული პარტიის” გასვლა განსხვავდება ბესელიასა და მისი თანამოაზრეების გასვლისგან.

“ბექა ნაცვლიშვილი გავიდა პირველი. მე მოვახერხე და მას გუნდთან ერთად დავულოცე გზა და ისიც ვუთხარი, რომ მე გამიხარდებოდა, მან წარმატება რომ მიიღოს. შემდეგ გავიდა გია ჟორჟოლიანი, მას მიჰყვა ივერიან წიკლაური. სწორედ ეს ჰგავს კლასიკურ შემთხვევას, როგორ უნდა იყოფოდნენ პარტიები, როგორ უნდა გადიოდე და ტოვებდე საკუთარ გუნდს. ისინი ეცადნენ გულწრფელად, საპენსიო რეფორმაზე საკუთარი ვარიანტი წარმოადგინეს. მათ გუნდში ვერ მიაღწიეს მხარდაჭერას და რამდენჯერმე გააფრთხილეს გუნდი. შრომის კოდექსთან დაკავშირებით ასევე აქვთ განსხვავებული შეხედულებები და რამდენიმე თვით ადრე აფრთხილებდნენ ისინი გუნდს. მათ რამდენჯერმე გააფრთხილეს გუნდი, საჯაროდაც გამოვიდნენ და გავიდნენ პარტიიდან. აი, ეს არის  ევროპული, კლასიკური ვარიანტი, დატოვო გუნდი იმიტომ, რომ ღირებულებებსა და იდიოლოგიებზე ვერ თანხმდებიან. როგორც გავიდნენ დანარჩენები, აბსოლუტური გაუგებრობა და მხოლოდ ღია კარების მტვრევა იყო”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში დღეს, 9 აპრილს.


უმრავლესობის დატოვებას “სოციალ-დემოკრატების” ფრაქციის წევრებიც აპირებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი