ახალი ამბები

პრეზიდენტის თქმით, ჭოველიძის გვარი სიიდან უნებლიეთ გამოტოვა

9 აპრილი, 2019 • 1447
პრეზიდენტის თქმით, ჭოველიძის გვარი სიიდან უნებლიეთ გამოტოვა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ცერემონიების სასახლეში დღეს გამართულ მიღებაზე 9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის გვარი სიის წაკითხვისას უნებლიეთ გამორჩა. ზურაბიშვილი ფეისბუკზე წერს:

“მგონია, რომ ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს ამ დღის სხვადასხვა ვითომ “სკანდალურ” მოვლენაზე, როგორიც არის პროტოკოლის თანამშრომლის მიერ მესიჯის გაგზავნა დაცვის თანამშრომლისთვის, ან სვამს კითხვას: 9 აპრილის მემორიალიდან პანაშვიდის დასრულების შემდეგ, რატომ გავყევი პატრიარქს და ამას “გაპარვად” აღიქვამს, ან კიდევ ჩემს შეცდომაზე (9 აპრილის დაღუპულთა სიის წაკითხვისას ერთი გვარის უნებლიედ გამოტოვებისა) ამახვილებს მთელ ყურადღებას… იმან,~ მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს: 28 წლის შემდეგ, სახელმწიფო დონეზე ზეიმით აღინიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერა. უზენაესი საბჭოს ყველა წევრი მოწვეულ იქნა და მათი წვლილი – ზვიად გამსახურდიას მეთაურობით – დამოუკიდებლობის გამოცხადებაში, აღიარებულ იქნა! ამით შერიგების, ერთმანეთის პატივისცემის, ნდობის და საქართველოს გაერთიანებისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა! გაცოცხლებული 9 აპრილის ძალა არ დაიჩრდილება და არც შენელდება”, – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე.

ამავე თემაზე

9 აპრილს მოკლული 16 წლის მოზარდების მშობლების პროტესტი სალომე ზურაბიშვილის მიმართ

მასალების გადაბეჭდვის წესი