ახალი ამბები

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

9 აპრილი, 2019 • 1454
ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, 97 კგ. წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა მოჭიდავემ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მოლდოველი ნიკოლაი ჩებანი 0:3 დაამარცხა და კარიერაში მეხუთე ევროპული მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე ბრინჯაოს მედალია მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე. მანამდე, 79 კგ. წონით კატეგორიაში, ნიკა კენჭაძემაც სადებიუტო გამოსვლა მესამე ადგილით დაასრულა.

ელიზბარ ოდიკაძის ჭიდაობა მესამე ადგილისთვის:

მასალების გადაბეჭდვის წესი