ახალი ამბები

ნიკა კენჭაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

9 აპრილი, 2019 • 1446
ნიკა კენჭაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის 79 კგ. წონით კატეგორიაში ნიკა კენჭაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა მოჭიდავემ დამამშვიდებელ წრეში 7-2 მოუგო გერმანელ ბუეტნერს, ხოლო ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისათვის ბელარუსი ანდრეი კარპაჩი დაამარცხა.

მანამდე ნიკა კენჭაძე გამოცდილ აზერბაიჯანელლ მოჭდავესთან დამარცხდა – ქართველმა ფალავანმა ჯაბრაილ ჰასანოვთან მინიმალური ანგარიშით 6-7 ბოლო წამებზე დათმო შეხვედრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი