ახალი ამბები

თბილისში 6 ქუჩას 9 აპრილს მოკლული ქალების სახელები მიენიჭა

9 აპრილი, 2019 • 1260
თბილისში 6 ქუჩას 9 აპრილს მოკლული ქალების სახელები მიენიჭა

თბილისის საკრებულომ ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბანში,  6 ქუჩას 9 აპრილს მოკლული 6 ქალის სახელი მიანიჭა. საკრებულოს ცნობით, ესენი არიან: მზია ჯინჭარაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, მანანა ლოლაძე, ელისო ჭიპაშვილი და თამარ მამულაშვილი.

“როგორც ცნობილია, 21 დაღუპულიდან 4 სახელობის ქუჩები თბილისში უკვე არსებობს.  მომავალ წელს  კიდევ 6 დაღუპულის სახელი მიენიჭება თბილისის ქუჩებს. დარჩენილი 5 დაღუპულის შემთხვევაში, ვინაიდან ისინი რეგიონებიდან არიან, თბილისის საკრებულო იშუამდგომლებს ადგილობრივ საკრებულოებთან, რომ მათი სახელდება მოხდეს საცხოვრებელი ტერიტორიების მიხედვით,”-წერია განცხადებაში.

1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ ჩაახშო. 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი