ახალი ამბები

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი, რომელიც სასჯელს რუსეთში იხდიდა, ციხიდან გამოვიდა

9 აპრილი, 2019 • 2024
ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი, რომელიც სასჯელს რუსეთში იხდიდა, ციხიდან გამოვიდა

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი, მეტსახლად ტარო, რომელიც სასჯელს რუსეთში იხდიდა, ციხიდან გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Ria.ru ავრცელებს.

ონიანმა განსაკუთრებული რეჟიმის დაწესებულებაში 10 წელი გაატარა, სადაც ბიზნესმენის გატაცების ბრალდებით იხდიდა სასჯელს. გამოძიების ვერსიით, 2009 წელს ონიანმა თანამზრახველებთან ერთად გაიტაცა ქართული წარმოშობის მეწარმე ჯონი მინაძე, ფიზიკურად გაუსწორდა, მისი ნათესავებისგან კი 500 000 დოლარის გადახდას ითხოვდა.

როგორც რუსული მედია წერს, მინაძეს თავისუფლება 3 დღის განმავლობაში ჰქონდა აღკვეთილი და მხოლოდ მას შემდეგ გაუშვეს, რაც გამტაცებლებმა გამოსასყიდის სახით მოთხოვნილი თანხის ნახევარი მიიღეს.

ტარიელ ონიანს 10 წლით პატიმრობა 2010 წელს მიუსაჯეს, მოგვიანებით მსჯავრდებულს სასჯელი ორი თვით შეუმცირდა. ის სასჯელს ერთ-ერთ ყველაზე მკაცრი რეჟიმის საპატიმროში იხდიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი