ახალი ამბები

ოთო ნემსაძის საევროვიზიო ვიდეორგოლი მავთულხლართებით [ვიდეო]

8 აპრილი, 2019 • 1609
ოთო ნემსაძის საევროვიზიო ვიდეორგოლი მავთულხლართებით [ვიდეო]

საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს სახელით ევროვიზიის 2019 წლის კონკურსზე წარსადგენი სიმღერის საკონკურსო ვიდეორგოლს აქვეყნებს. სიმღერას, სახელწოდებით “სულ წინ იარე”, ოთო ნემსაძე ასრულებს.

მაუწყებლის ცნობით, კლიპის გადაღებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მალთაყვაში, ენგურის ხიდსა და თბილისის ზღვაზე მიმდინარეობდა. კლიპზე რეჟისორმა გიორგი ებრალიძემ იმუშავა. მუსიკა ეკუთვნის რომა გიორგაძეს, ტექსტი – დიანა გიორგაძეს.

სიმღერა და კლიპი მცოცავ ოკუპაციას ეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი