ახალი ამბები

თუ ნაგავი ხარ, სანაგვეზე წადი – რუსთავის მიტროპოლიტი ბერს [ვიდეო]

8 აპრილი, 2019 • 5477
თუ ნაგავი ხარ, სანაგვეზე წადი – რუსთავის მიტროპოლიტი ბერს [ვიდეო]

რუსთავის ეპარქია ასაჯაროებს სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების ვიდეოს. ინციდენტში რუსთაველი მიტროპოლიტი იოანეც მონაწილეობს.

“ბოლო პერიოდში დიდი აღშფოთება გამოიწვია რუსთავის ეპარქიაში ბერი გაბრიელის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. გვესმის უამრავი ცილისმწამებლური მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს მას რუსთავის ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ იმ კრების ვიდეომასალა, რომელზეც აღნიშნული დაპირისპირება მოხდა. დაე, საზოგადოებამ თუ მრევლმა თვითონ განსაჯოს მტყუან-მართალი”, – ნათქვამია რუსთავის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსთავის ეპარქია სასულიერო პირების დაპირისპირების კადრებს ასაჯაროებს

⭕️რუსთავის ეპარქია სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების ვიდეოს ასაჯაროებს. პროცესში ეპარქიის მმართველი, მღვდელმთავარი იოანეც მონაწილეობს.

? გაიგეთ დაპირისპირების მიზეზი – http://netgazeti.ge/news/354854/

Posted by netgazeti.ge on Monday, April 8, 2019

ვიდეომასალაში ჩანს კამათი ბერ გაბრიელსა და რუსთავის ეპარქიაში შეკრებილ სასულიერო პირებს შორის, რომელთა ნაწილი ამბობს, რომ ბერი გაბრიელი ნასვამია.

“შენ ვინ გგონია შენი თავის? წადი, სანამ დროა. შენ თქვი, რომ ნაგავი ხარ. ნაგავი სანაგვეზე უნდა იყოს. შენ თუ ხარ ნაგავი, სანაგვეზე წადი”, – მიმართავს რუსთავის მიტროპოლიტი იოანე ბერ გაბრიელს.

ჩანაწერში ისმის ერთ-ერთი პირის ხმა, რომელიც ამბობს, რომ ბერ გაბრიელს “გალახავს”, მეორე კი ეუბნება, რომ “მასაც ეს უნდა”. ბოლოს სასულიერო პირებს ბერი გაბრიელი ოთახიდან ძალით გაჰყავთ.

ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ბერმა გაბრიელმა ინციდენტის შემდეგ “ფეისბუქზე” დაწერა, რომ რუსთავის ეპარქიაში სასულიერო პირებმა სცემეს. ამჟამად სტატუსი წაშლილია.

სიუჟეტის თანახმად, დაპირისპირება რუსთავის ეპარქიაში, პეტრე-პავლეს სახელობის მამათა მონასტერში ბერი გაბრიელის მიერ წირვა-ლოცვის ფეისბუქ-ლაივით არაერთხელ გაშვებას და მის მიერ 23 მარტს გამოქვეყნებულ სტატუსს მოჰყვა.

ტელეკომპანიის ცნობით, სწორედ ამ სტატუსის შემდეგ დაიბარეს ბერი გაბრიელი რუსთავის ეპარქიაში, 26 მარტს, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი