ახალი ამბები

გოგა ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

8 აპრილი, 2019 • 1119
გოგა ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა გოგა ჩხეიძემ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 67კგ კატეგორიაში აკვრაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდის ჯამში (აკვრა და ატაცი) ბრინჯაო.

მან აკვრაში 23-წლამდელ სპორტსმენებს შორის ევროპის რეკორდი დაამყარა (169 კგ აწია), რეკორდი დაამყარა ატაცშიც, თუმცა ის მალევე გააუმჯობესა იტალიელმა სპორტსმენმა მირკო ზანიმ.

აკვრასა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები ფრანგმა სპორსტმენმა მატამმა მოიპოვა, ხოლო ატაცში- თურქმა ისმაილოვმა.

ეს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მე-3 მდელია, გუშინ შოთა მიშველიძემ 61კგ კატეგორიაში აკვრაში ოქრო მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ლიდერი ლაშა ტალახაძე ჯერ არ ჩართულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი