ახალი ამბები

აშშ-მა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო

8 აპრილი, 2019 • 1337
აშშ-მა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო

15 აპრილიდან ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების სიას დაემატება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ეს სია აღრიცხავს 67 ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელთა შორის არიან ჰეზბოლა, ჰამასი, პალესტინის ისლამური ჯიჰადი, კატაიბ ჰეზბოლა და სხვა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალები ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

ვაშინგტონის საპასუხოდ, ირანმა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა, რომლის პასუხისმგებლობის არეალშიც შედის მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში, ტერიროსტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი