ახალი ამბები

36%-მა იცის, რომ ფეისბუკზე ყალბი ამბების გამავრცელებელი გვერდები არსებობს – კვლევა

8 აპრილი, 2019 • 1360
36%-მა იცის, რომ ფეისბუკზე ყალბი ამბების გამავრცელებელი გვერდები არსებობს – კვლევა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” დაკვეთით მომზადებული კვლევით, მოსახლეობის 36% ინფორმირებულია, რომ „ფეისბუქზე” სპეციალური გვერდებია შექმნილი, რომლებიც ყალბ ამბებს ავრცელებენ და რომელთა უკან, კვლევის ავტორების თქმით, სავარაუდოდ, ხელისუფლება და ოპოზიცია დგას.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 59% ამ გვერდების შესახებ არ არის ინფორმირებული.

ინფორმირებული 36%-დან 15% ფიქრობს, რომ ყალბი გვერდების უკან ხელისუფლება დგას, ხოლო 10%-ის აზრით- ოპოზიცია. კვლევის მიხედვით უმრავლესობამ, რაც 60% შეადგენს, არ იცის ან უარი თქვა პასუხზე.​​​​​​​

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. გამოიკითხა 2087 ადამიანი., კვლევის ცდომილების ზღვარი +-  2.3% პუნქტის ფარგლებშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი