“საერთაშორისო გამჭვირვლობა – საქართველოს” დაკვეთით მომზადებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 94%-ს თბილისში, ხორავას ქუჩზე მომხდარი მკვლელობის შესახებ სმენია – მათი 84% კი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა აღნიშნული საქმე საფუძვლიანად არ გამოიძიეს.
გამოკითხულთა უმეტესობა (79%) ფიქრობს, რომ ზოგადად გახმაურებულ საქმეებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა კარგი გადაწყვეტილება იქნება.
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. გამოიკითხა 2087 ადამიანი., კვლევის ცდომილების ზღვარი +- 2.3% პუნქტის ფარგლებშია.