ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ჯემალ გამახარია აირჩიეს

8 აპრილი, 2019 • 1463
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ჯემალ გამახარია აირჩიეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმდჯომარედ ჯემალ გამახარია აირჩიეს. მას ხმა მისცა საბჭოს 14-მა წევრმა.

ჯემალ გამახარიასთან ერთად კენჭს დავით გვაძაბია იყრიდა, თუმცა კანდიდატურა თავისი ნებით მოხსნა. პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს 19 წევრიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 18-მა მიიღო. ერთ-ერთმა მათგანმა კი უარი განაცხადა მონაწილეობაზე.

გამახარიამ აღნიშნულ პოსტზე ელგუჯა გვაზავა შეცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი