ახალი ამბები

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა – ამჯერად, ონში

7 აპრილი, 2019 • 1301
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა – ამჯერად, ონში

7 აპრილს საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.7 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრა 21:37-ზე მოხდა, ეპიცენტრი კი ქალაქი ონი იყო.

7 აპრილს მიწისქვეშა ბიძგები დღის პირველ ნახევარშიც დაფიქსირდა. ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან 21 კილომეტრში, სოფელ ზემო ქედში მდებარეობდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.6 მაგნიტუდა შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი