ახალი ამბები

დიღმის მასივში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი, მათ შორის, ბავშვი დაშავდა

7 აპრილი, 2019 • 816
დიღმის მასივში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი, მათ შორის, ბავშვი დაშავდა

დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ, შვიდი ადამიანია დაშავებული. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

უწყების თანახმად, ყველა დაშავებული, რომელთა შორის 7 თვის ბავშვიცაა, საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით უკვე დაიწყო.

თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას აფეთქება და ნგრევა მოჰყვა. შემთხვევა დღეს, 7 აპრილს მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო დიტუაციების მართვის სამსახურში გამუცხადეს, აფეთქება  სადარბაზოს მესამე სართულზე მოხდა, რის შედეგადაც სამი ბინის შიდა და გამყოფი კედლები ჩამოინგრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი